ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი
24 აპრილი 2019საქართველოს საგარეო ვაჭრობის ასოციაციამ თბილისში უმასპინძლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო კანცლერი და საგარეო საქმეთა მინისტრი - ბატონი ვანგ იი. მიღება გაიმართა მთაწმინდაზე მდებარე რესტორან "ფუნიკულიორში", სადაც ასევე შედგა შეხვედრა ბატონ ვანგ იი-ს და საქართველოს პრემიერ მინისტრ ბატონ მამუმა ბახტაძეს შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო ვაჭრობის ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ალექსანდრე ტუშური, გენერალური მდივანი ბატონი მიხეილ სონღულაშვილი და ასოციაციის წევრი - დუგლაძეების ღვინის კომპანიის დირექტორი ბატონი ზაალ დუგლაძე.