ფორუმი "ღვინის პერსპექტივები"
06 ნოემბერი 2019საქართველოს ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან მეხუზლა, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ასოციაციის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტუშურთან და გენერალურ მდივან მიხეილ სონღულაშვილთან ერთად, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოზიციის ფარგლებში დაესწრო ფორუმს "სარტყელი და გზის" მონაწილე ქვეყნებში დამზადებული ღვინის პერსპექტივების შესახებ. ლევან მეხუზლა გამოვიდა სიტყვით ფორუმზე, ხოლო მიხელ სონღულაშვილმა წარადგინა ქართული ღვინოები და უნიკალური ღვინის დამზადების ტექნოლოგიები.